ჭადრაკი

 2018/25/05 16:43

ჭადრაკი
ბათუმი 2018: ტოკიო-თბილისი – „მილიონი სვლა“ საერთაშორისო ასპარეზზე
ავტორი
ირაკლი გოგავა

25 მაისს, 15:00 საათზე, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში,მილიონი სვლისფარგლებში, პირველი საერთაშორისო მატჩი გაიმართა ონლაინჭადრაკში: ტოკიო-თბილისი.

ტოკიოდან პირველი სვლა გააკეთ ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე). ლევან გორგაძეს საპასუხო სვლა დაუბრუნეს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ.

თბილისიდან, ტოკიოში მყოფ ქართველ სუმოისტს მიესალმნენ ზურაბ აზმაიფარაშვილი და გიორგი გიორგაძე, რომლებმაც მაისის ბაშოზე ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის მოგება, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის და თბილისის მერის, კახი კალაძის სახელითაც მიულოცეს. ამას გარდა, 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ორგანიზატორებმა ტოჩინოშინი საპატიო სტუმრის სტატუსით, 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზეც მიიწვიეს. 

მილიონი სვლის ფარგლებში, 10 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი სვლა ქართველი გმირის, გიორგი ანწუხელიძის ვაჟის, ლევან ანწუხელიძის პირისპირ გააკეთა, ხოლო 13 მაისს, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ლეგენდარული თბილისის დინამოს ფეხბურთელებს  ალექსანდრე ჩივაძეს, თენგიზ სულაქველიძესა და ოთარ გაბელიას დაუპირისპირდა.

პროექტიმილიონი სვლა (იდეის ავტორები: ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და კვლევისა და განვითარების ასოციაციის დირექტორი ალექსანდრე სულავა) ქართული ინოვაციაა, რომელიც, უპირველესად, ჭადრაკის და საქართველოს პოპულარიზაციას ემსახურება. პროექტის ბოლო სვლები გაკეთდება 43- მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის დაწყებამდე, რომელსაც საქართველო, კერძოდ კი ბათუმი, 23 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე უმასპინძლებს და რომლის ფარგლებშიც ჩვენს ქვეყანას 189 ქვეყნიდან 4.000-მდე სტუმარი ეწვევა.

 

ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტი



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები