ესპანეთი

 2019/08/08 02:23

ესპანეთი
აზარმა სადებიუტო გოლზე ისაუბრა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

წინასასეზონო ხუთ შეხვედრაში უგოლობის შემდეგ, ედენ აზარმა ზალცბურგის კარი ეფექტური დარტყმით დალაშქრა და მადრიდის რეალის რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ბელგიელმა იცის, რომ ეს ბურთი ისტორიაში არ ჩაეწერება, მაგრამ მაინც კმაყოფილია, რადგან ახალი სეზონის წინ, უფრო მეტ ნდობას მოიპოვებს.

ბედნიერი ვარ. გატანილი გოლი ნდობას გააძლიერებს. ეს ამხანაგური იყო, მაგრამ ჩვენი მიზანი სელტასთვის მზადყოფნაა. 

როდესაც მოედანზე ხარ, მოგება გსურს, ხოლო შემტევები გატანაზე ფიქრობენ. ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ველოდი და ძალიან ბედნიერი ვარ. 

როგორც ვთქვი, ეს წინასასეზონო მზადებაა, მაგრამ ენერგიას და სიძლიერეს ვიმატებთ. პირველ ოფიციალურ შეხვედრამდე 10 დღეა დარჩენილი, ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი და ვარჯიში გავაგრძელოთ, – განაცხადა ბელგიელმა შეხვედრის შემდეგ.

„სამეფო კლუბმა“ მეტოქე სწორედ ედენ აზარის მიერ გატანილი გოლით დაამარცხა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები