თავისუფალი

 2019/10/04 19:44

თავისუფალი
ავთანდილ კენჭაძემ ბუქარესტში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ბუქარესტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, -74 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ავთანდილ კენჭაძე ვასილ მიხაილოვს დაუპირისპირდა.

ქართველმა მოჭიდავემ შესანიშნავად დაიწყო და პირველი პერიოდი 4:1 მოიგო.

ჩვენებურმა პირველ ნომრად ჭიდაობა მეორე ნახევარშიც გააგრძელა და ლამაზი გდებით ორი ქულა მოიპოვა. საბოლოოდ, ქართველმა ფალავანმა აშკარა უპირატესობით, 12:1 მოიგო.

ავთანდილის მოპოვებული ბრინჯაოს მედალი ქართველებისთვის მეოთხე აღმოჩნდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები