თავისუფალი

 2019/26/06 20:27

თავისუფალი
ავთანდილ კენჭაძე მინსკის ბრინჯაოს პრიზიორია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

-74 კგ წონით კატეგორიაში მისი მეტოქე ბელარუსი აზამატ ნურიკაუ იყო. ჩვენებურმა მეტოქე უშანსოდ დაამარცხა. 3:0-ით დაწინაურების შემდეგ, მასპინძელმა სხვაობა შეამცირა. კენჭაძემ გდებით 4 ქულა მოიპოვა და დიდ უპირატესობას დაეუფლა. ბელარუსი ბევრს ეცადა, მაგრამ ჩვენებურმა 8:5 იმარჯვა

ევროპულ თამაშებზე საქართველოსთვის 21-ე მედალი გახლდათ, ხოლო ბრინჯაოსი მეათეა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები