დიდი 10

 2018/30/09 19:21

დიდი 10
აუტსაიდერთა ჯახში აკადემიამ იმარჯვა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

აუტსაიდერთა ჯახი აკადემიას გამარჯვებით დასრულდა. დიდი 10-ის მეხუთე ტურის ბოლო შეხვედრა  რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართა. თბილისურ დერბიში აკადემია არმიას დაუპირისპირდა და 28:12 დაამარცხა. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე ჩემპიონატის ორი აუტსაიდერი გუნდი ხვდებოდა ერთმანეთს, მაინცდამაინც სანახაობრივ თამაშს არ ველოდით, მაგრამ შეხვედრა საპირისპირო სცენარით წარიმართა. მინიმალური შეჩერება და გახსნილი, ლაღი რაგბი ორივე გუნდის მხრიდან. საწყის წუთებში თამაში თანაბრად წარიმართა. დავით მოძღვრიშვილის  ზუსტ საჯარიმო დარტყმებს, ბახვა კობახიძემ ზუსტი საჯარიმოებითვე უპასუხა. ტაიმის მიწურულს კი, მიშა ახობაძის ლელოთი „მხატვრებმა ტაიმი მოიგეს. 

მეორე ნახევარში აკადემიელთა რიგებში გატანილი ლელოთი ნოდარ მექერიშვილმა გამოიჩინა თავი, რომელიც დავით მოძღვრიშვილმა ზუსტად გარდასახა. საპასუხოდ კი, არმიამ მხოლოდ ერთი ჯარიმა გაიტანა. მატჩის ბოლო წუთზე დავით მოძღვიშვილმა მორიგი საჯარიმო დარტყმა გაიტანა. მალევე კი, ირაკლი ლუარსაბიშვილის ლელოთი, ლევან ობოლაძის გუნდმა პრემიალური ქულის მოპოვებაც შეძლო. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები