ესპანეთი

 2019/15/05 16:42

ესპანეთი
ატლეტიკო „დაიქცა“...
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

მადრიდის ატლეტიკოს ზაფხულში კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს. Marca-ს ინფორმაციით, ხუანფრან ტორესმა „როხიბლანკოს“ ხელმძღვანელების მიერ შეთავაზებული ახალი კონტრაქტი იუარა. 

34 წლის მცველი „დედაქალაქელების“ რიგებში 2011 წელს ოსასუნადან გადავიდა და მას შემდეგ, შეუცვლელ ფიგურად იქცა. მან ყველა ტურნირზე ჯამში, 347 მატჩი ჩაატარა. 

Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი სატრანსფერო ღირებულება 3.5 მილიონი ევროა. ცნობისთვის, დიეგო სიმეონეს შეგირდებს ფრანგი ლიდერი, ანტუან გრიზმანიც გამოაკლდება, რომელიც გულშემატკივრებს დაემშვიდობა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები