ეროვნული ნაკრები

 2019/09/09 15:56

ეროვნული ნაკრები
ასტანა და ვაისი გამოირიცხა
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ყაზახური ასტანას ხელმძღვანელებმა ახლო მომავალში მთავარი მწვრთნელის გაშვება გამორიცხეს.

– რომან გრიგორჩუკს მიმდინარე კონტრაქტი აქვს ასტანასთან და ამ ეტაპზე, სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები დაგეგმილი არაა წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების დამრიგებელი, ვლადიმირ ვაისი, ასტანაში გადადიოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ამის ალბათობა, ფაქტობრივად, არ არსებობს.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები