ლეგიონერები

 2018/08/05 17:00

ლეგიონერები
არველაძე საუკეთესო ოცეულში
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

თურქული მედიის ინფორმაციით, ქართველი სპეციალისტი, შოთა არველაძე, 20 საუკეთესო მწვრთნელს შორის დაასახელეს. წყაროს ცნობით, დასახელებული კანდიდატები კლუბებში ნაჩვენები შედეგის გამო აარჩიეს. 

როგორც ირკვევა, არველაძემ მე-17 ადგილი დაიკავა, რადგან თურქული კარიერის განმავლობაში, მისი გუნდები ერთ მატჩში საშუალოდ, 1,36 ქულას აგროვებდნენ. აქვე გეტყვით, რომ პირველ ხუთეულში:  ფატიჰ თერიმი,  კრისტოფ დაუმი, სლავენ ბილიჩი, მუსტაფა დენიზლი და შენოლ გიუნეში მოხვდნენ.

შეგახსენებთ, ჩვენებური წლების განმავლობაში ქაისერისფორს, ქასიმფაშასა და ტრაბზონსფორს თავკაცობდა



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები