ესპანეთი

 2019/11/07 14:51

ესპანეთი
არსენალზე შეყვარებული ფრენკი: ოვერმარსის გზა...
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

კატალონიის ბარსელონას ფეხბურთელმა, ფრენკი დე იონგმა, ადგილობრივ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა. 

მისი თქმით, ბავშვობაში ოცნებად არსენალში თამაში ჰქონდა:

– გეგმა მქონდა დასახული: აიაქსი, არსენალი, ბარსელონა. ამას ოვერმარსის მარშრუტს ვუწოდებდი. მაგრამ თუ შესაძლებლობა გაქვს, რომ პირდაპირ მოხვდე ბარსელონაში, ეს კიდევ უკეთესია,  აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, „ბლაუგრანამ“ ფრენკი 75 მილიონად იყიდა. ის კონტრაქტის მიხედვით, „კამპ ნოუზე“ 2024 წლამდე დარჩება. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები