ინგლისი

 2019/01/08 22:25

ინგლისი
არსენალმა სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

არსენალმა ლილის შემტევი, ნიკოლა პეპე, 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა და მასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

24 წლის ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. „მეთოფეებმა“ აქამდე ყველაზე მეტი (63.75 მილიონი ევრო) პიერ-ემერიკ ობამეიანგში გადაიხადეს. ამასთან, ფრანგს მსგავსი სტატუსი პრემიერ ლიგის მასშტაბითაც მიენიჭა, რის შემდეგაც, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, მეორე პოზიციაზე (70 მილიონი ევრო) როდრი გადავიდა.

გასულ კვირებში პეპეს იუნაიტედსა და ნაპოლის უკავშირებდნენ, მაგრამ ვილფრიდ ზაჰას ვერშეძენის გამო გაბრაზებულმა ინგლისელებმა ფრანგი შემტევი უყოყმანოდ იყიდეს. ნიკოლა არსენალის მეოთხე ახალწვეულია. უნაი ემერის გუნდმა მანამდე გაბრიელ მარტინელი, უილიამ სალიბა და დანი სებალოსი დაიმატა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები