ევროტურნირები

 2018/26/04 21:22

ევროტურნირები
არსენალმა 10 კაციან ატლეტიკოს ვერ მოუგო [VIDEO]
ავტორი
ტატო ნიკურაძე

უეფას ევროპა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში, ლონდონის არსენალმა 10 კაციან ატლეტიკოს ვერ მოუგო და ფრეს – 1-1-ს დასჯერდა. უკვე შეხვედრის მეათე წუთზე მადრიდელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. მსაჯმა მოედნიდან ვრსალკო გააძევა. არსენალს 10 კაციანი ატლეტიკოს წინააღმდეგ უფრო უჭირდა შეტევების ორგანიზება. მადრიდელები დაცვაში ჩადგნენ (როხიბლანკოს დაცვიდან ჩაკეტილი ფეხბურთის თამაში კარგად რომ გამოსდის, ამაში არაერთხელ დავწმუნებულვართ). პირველ ნახევარში ლაკაზეტს და ველბეკს ჰქონდათ რეალური საგოლე მომენტები, თუმცა, მადრიდელთა სლოვენიელი კარის დარაჯი იან ობლაკი შეუდარებლად მოქმედებდა.

მეორე ნახევარში არსენალმა წნეხს უმატა და მეთოფეების შეტევებმა შედეგი მე-60 წუთზე გამოიღო. ალექსანდრ ლაკაზეტიმ საჯარიმოში მეორე სართულზე მოიგო ორთაბრძოლა და თავური დარტყმით შანსი არ დაუტოვა ობლაკს. გაშვებული გოლის შემდეგ, ატლეტიკოს თამაში არ შეცვლილა. სიმიენომ მოედნიდან ანხელ კორეა და კევინ გამეირო გაიყვანა და მხოლოდ ერთადერთი შემტევი ფეხბურთელი – ანტუან გრიზმანი დატოვა მოედანზე. საბოლოოდ, სიმიენოს ტაქტიკამ გაამართლა. შეტევით გართულ მასპინძლებს მადრიდელთა სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ და ფრანგმა ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ბოლო წუთებში კვლამ ლაკაზეტს შეეძლო გამარჯვება მოეპოვებინა არსენალისთვის, თუმცა, კვლავ ობლაკი იყო დამაჯერებელი.

მიუხედავად კოლოსალური უპირატესობისა, არსენალმა ვერ შეძლო ატლეტიკოს დამარცხება და მომდევნო შეხვედრას, რომელიც „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება, როხიბლანკო  ფავორიტის რანგში ხვდება.

ევროპა ლიგის მეორე ნახევარფინაურ შეხვედრაში მარსელმა საკუთარ მოედანზე ავსტრიული ზალცბურგი 2-0 დაამარცხა.


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები