ინგლისი

 2018/23/05 04:24

ინგლისი
არსენალის პრობლემა ემერით მოგვარდა
ავტორი
გოგა წურწუმია

The Sun-ის ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან, ლონდონის არსენალს უნაი ემერი ჩაიბარებს. წყაროს ცნობით, „მეთოფეების“ ხელმძღვანელებმა ესპანელ მწვრთნელს ერთხმად დაუჭირეს მხარი. 

ბრიტანული პრესა იუწყებოდა, რომ ვენგერის შემცვლელი მიკელ არტეტა იქნებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, „ემირეიტის“ ბინადრებმა აღნიშნული კანდიდატურა დაბლოკეს. ამის მიზეზი კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, ივან გაზიდისი გახლავთ. ამ უკანასკნელს არ სჯერა, რომ გამოუცდელი არტეტა ლონდონურ გრანდს ძველ დიდებას დაუბრუნებს. 

შეგახსენებთ, არსენალი ვენგერმა დატოვა. ფრანგმა სპეციალისტმა 22-წლიანი კარიერა ევროპა ლიგის საგზურის მოპოვებით დაასრულა. 2018-2019 წლების სეზონში კუნძულელები ისევ რანგით მეორე ტურნირზე იასპარეზებენ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები