ესპანეთი

 2019/29/03 11:38

ესპანეთი
არსენალი ბარსელონას ლიდერს უმიზნებს
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

The Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის არსენალის მწვრთნელი, უნაი ემერი, ბარსელონას მცველს უმიზნებს. როგორც ცნობილია, მისი მიზანი სამუელ უმტიტის გადაბირებაა. 

„ბლაუგრანა“ მზადაა, მსოფლიო ჩემპიონი გაუშვას, რადგან ესპანური გრანდი 19 წლის მცველს, მატიას დე ლიხტს აკვირდება და დიდი ალბათობით, ზაფხულში იყიდის. 

ცნობილი ფაქტია, რომ „მეთოფეს“ დავიდ ალბას შეძენა უნდოდა, თუმცა, „კამპ ნოუს“ ბინადრებმა მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები