ინგლისი

 2019/20/01 15:11

ინგლისი
არსენალი ბაიერნს გაცვლას სთავაზობს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

არსენალი მზადაა, ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ, ბაიერნს იოზილი შესთავაზოს. ამ ინფორმაციას Don Balon ავრცელებს.

მოგეხსენებათ, კოლუმბიელი გერმანიაში განათხოვრების წესით თამაშობს და ჭორებს თუ დავუჯერებთ, ესპანეთში ნაადრევად სურს დაბრუნება, რადგან ბაიერნში სიტუაციით უკმაყოფილოა.

„მეთოფეები“ იმედოვნებენ, რომ 27 წლის ფეხბურთელს ინგლისში ჩამოიყვანენ. საამისოდ მზად არიან მესუთ იოზილი დათმონ, ვისაც უნაი ემერის მოსვლის შემდეგ, სათამაშო დრო შეეზღუდა. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები