ინგლისი

 2019/09/09 22:43

ინგლისი
არსენ ვენგერი მესის გამო იმედგაცრუებულია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

არსენ ვენგერი 2003 წელს იხსენებს, როდესაც არსენალი ლიონელ მესის შეძენასთან ახლოს იყო, მაგრამ სესკ ფაბრეგასი დაიმატეს. ამის გამო, ფრანგი იმედგაცრუებული დარჩა.

ცხოვრებაში ბევრი იემდგაცურებაა. მესისთან კონტაქტი გვქონდა, მაგრამ სესკ ფაბრეგასი დავიმატეთ, რადგან მესი მასთან ერთად თამაშობდა.

ბარსელონას შესანიშნავი აკადემია ჰყავდა – მესი, პიკე, ფაბრეგასი. უკანასკნელი ორი ინგლისში წამოვიდა, ხოლო მესი ესპანეთში დარჩა. მისით ვინტერესდებოდით, მაგრამ იმ დროს ხელშეუხებელი იყო, – განუცხადა ვენგერმა beIN Sports-ს.

არსენ ვენგერი არსენალს 22 წლის განმავლობაში წვრთნიდა და გუნდთან ერთად სხვადასხვა წარმატებას მიაღწია. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები