საფრანგეთი

 2018/14/10 13:36

საფრანგეთი
არსენ ვენგერი: მას ენდობიან!
ავტორი
გოგა წურწუმია

ლონდონის არსენალის ყოფილმა დამრიგებელმა მედიასთან ტიერი ანრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მონაკო 41 წლის ფრანგს ენდობა. 

– ტიერი კარგი არჩევანია მონაკოსთვის. ის ჭკვიანია და კარგად ესმის ფეხბურთი. ყველაფერი აქვს, რაც საჭიროა ამ დონეზე სამუშაოდ. მას ენდობიან, თუმცა, ცოტა იღბალიცაა საჭირო, – განაცხადა ვენგერმა. 

შეგახსენებთ, ანრი მონაკოს მთავარ მწვრთნელად გუშინ დანიშნეს. მან აღნიშნულ თანამდებობაზე ლეონარდო ჟარდიმი ჩაანაცვლა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები