დიდი 10

 2019/21/04 17:53

დიდი 10
არმაზი ბრძოლას აგრძელებს, ჩემპიონი ასპარეზობას გამოეთიშა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მოქმედი ჩემპიონი ტიტულის შესანარჩუნებლად ბრძოლას ვეღარ  გააგრძელებს. დღეს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე, ლოკომოტივი არმაზს დაუპირისპირდა. ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. მატჩი ლოკომოტივმა აქტიურად დაიწყო და მორკინალების მეშვეობით მეტოქის ძალისმიერ თამაშში ჩათრევას ცდილობდნენ, არმაზი კი, ძირითადად დაცვითი ფუნქციების შესრულებით იყო დაკავებული.

შეხვედრაში ანგარიში მე-20 წუთზე გაიხსნა. 5-მეტრიან ზონაში მოგებული დერეფნის შემდეგ, ლოკომოტვიმა მძლავრი მოლი შეკრა და მეტოქის ჩათვლის მოედანში ლელო გაგა არაბულმა დაამიწა. ამის შემდეგ, მარნეულელები გააქტიურდნენ და რეზი ჯინჭველაშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა, თუმცა, მალევე, დაცვაში სერიოზული შეცდომა დაუშვეს – საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ზურაბ ძნელაძემ ბურთი კარგად წამოიღო, ლუკა დვალიშვილმა საკუთარი ლელო დაიცვა და არმაზის ლელოდან ხუთ მეტრში ლოკომოტივის შერკინება დაინიშნა. შერკინების რამდენჯერმე ჩაქცევის შემდეგ, თბილისელებმა ბურთი ხაზზე კარგად ჩაათამაშეს და არმაზი იოანე ხელაიამ დაალელოვა. ტაიმის მიწურულს რეზი ჯინჭველაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და პირველი ტაიმიც დასრულდა – 10:6. 

შეხვედრაში გადამწყვეტი ბოლო 15 წუთი აღმოჩნდა.  ნიკა გიგაურმა ფრთაზე არაჩვეულებრივი სოლო რეიდი განახორციელა და გიორგი კვესელაძემ  დღევანდელ შეხვედრაში თავისი გუნდის პირველი ლელო დაამიწა.  რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახვა  და მანამდე ერთი ჯარიმაც რაზუსტად შეასრულა, მაგრამ ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. გიორგი კვესელაძის პასით, ნიკა გიგაურმა კიდევ ერთი ლელო დადო და  რეზი ჯინჭველაშვილმა ზუსტად გარდასახა. 

საბოლოოდ, 21:20 და მარნეულის არმაზი ფინალში გადასვლელად რუსთავის ხარებს დაუპირისპირდება. გეტყვით, იმას რომ მარნეულის არმაზმა არსებობის ისტორიაში პირველად მოახერხა დიდი 10-ის სამეულში მოხვედრა. 

 

 

 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები