ბერძნულ-რომაული

 2019/15/09 19:21

ბერძნულ-რომაული
მეორე ოქრო – ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი
ტატო ნიკურაძე

ქართველი მოჭიდავეების ტრიუმფი ყაზახეთში – ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, რომელსაც 2007 წლის შემდეგ მსოფლიოზე ოქროს მედალი არ მოუგია, დღეს, ერთბაშად ორი ოქრო მოიპოვა. 

ნუგზარ წურწუმიას წარმატების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ლაშა გობაძე (82 კგ) დაეუფლა. აჭარელმა ფალავანმა ფინალში აზერბაიჯანელი რაფიგ ჰუსეინოვი დაძაბულ ბრძოლაში 5:3 დაამარცხა. 

ფინალამდე ლაშამ აშშ-ის წარმომადგენელი სტეფანოვიჩი, ჩინელი ქიანი და უზბეკი ხაშიმბეკოვი დაამარცხა. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები