გერმანია

 2019/04/07 21:59

გერმანია
არიენ რობენმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

არიენ რობენმა 35 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მას ბაიერნთან 30 ივნისს კონტრაქტის ვადა ამოეწურა და ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა.

ჰოლანდიელმა ბაიერნის გარდა, ჩელსიში, რეალსა და პსვ-ში ითამაშა, ხოლო კარიერა გრონინგენში დაიწყო. ყველაზე წარმატებული გერმანიაში იყო, სადაც ბუნდესლიგის 8 ტიტული მოიგო, ხოლო ლონდონურ კლუბთან ერთად, 2005 და 2006 წლებში პრემიერ ლიგის ტიტულს დაეუფლა. რობენი 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.

რობენმა საფეხბურთო სამყაროს თავი ჩელსიში გააცნო, სადაც 2004 წელს პსვ-დან გადავიდა და 105 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა. ზემოთ ხსენებულ ტიტულებთან ერთად, ინგლისისა და 2-ჯერ ლიგის თასი მოიგო. მადრიდის რეალში 2007 წელს გადავიდა და პირველივე სეზონში კლუბს ჩემპიონობაში დაეხმარა. მისი ბაიერნში ტრანსფერი 2009 წელს შედგა. 

ჰოლანდიის ნაკრების მაისური 96-ჯერ მოირგო და 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონიც გახდა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები