მსოფლიო ჩემპიონატი 2018

 2018/03/08 14:39

მსოფლიო ჩემპიონატი 2018
არგენტინის ნაკრებს დროებითი მწვრთნელები დაუნიშნეს
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ეროვნულ გუნდს, მომდევნო ამხანაგურ შეხვედრებში, ლიონელ სკალონი და პაბლო აიმარი უთავკაცებენ. გაირკვა, რომ ფედერაციის წარმომადგენლებმა დრო ითხოვეს, რათა „ალბისელესტეს“ საუკეთესო მწვრთნელი მოუძებნონ. 

– უახლოეს სამ ამხანაგურ მატჩში არგენტინის ნაკრებს სკალონი და აიმარი გაწვრთნიან. სანამ საბოლოო არჩევანს გავაკეთებთ, შესვენება გადავწყვიტეთ,  განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ. 

შეგახსენებთ, სკალონი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხორხე სამპაოლის სამწვრთნელო შტაბში ირიცხებოდა, ხოლო აიმარი 17-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები