სხვადასხვა

 2019/12/06 21:54

სხვადასხვა
არგენტინამ მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მასპინძელმა არგენტინის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში საფრანგეთი ძალიან დამაჯერებლად, 47-26 დაამარცხა და  ტურნირის ოთხ საუკეთესო გუნდში, ჯგუფში პირველი  ადგილით გავიდა. 

შეხვედრა არგენტინელებმა იდეალურად ჩაატარეს და პირველ 25 წუთში გადაურეს კიდეც მეტოქეს. ამას თავისი განმაპირობებელი ფაქტორებიც ჰქონდა, უკვე მეათე წუთზე ფრანგები მატჩის ბოლომდე რიცხობრივ უპირატესობაში დარჩნენ, მაგრამ არგენტინელთა საოცარ თამაშს ეს არ აკნინებს. თან მალე ისინიც დაისაჯნენ წითელი ბარათით. 

პირველ 25 წუთში არგენტინელთა ქულათა რაოდენობა წუთებს ასწრებდა (27:0).

ამის შემდეგ ფრანგები, თითქოს, თამაშს ალაგებდნენ და სხვაობასაც ამცირებდნენ, მაგრამ მასპინძლები უმალვე პასუხობდნენ მათ და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები