4 ერი

 2018/26/08 12:25

4 ერი
არგენტინამ 11-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა [VIDEO]
ავტორი
ტატო ნიკურაძე

არგენტინის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რაგბი 4 ერის გათამაშებაში, 11-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, დაამარცხა რა სამხრეთ აფრიკა 32:19. 

საკუთარი კედლები და სავსე სტადიონი არგენტინელებს დამატებით მოტივაციას სძენდა და ისინი ხანგრძლივი დროის განმავლობაში დომინანტები იყვნენ მოედანზე. სამხრეთ ამერიკელებმა 4 ლელო დაუდეს მეტოქეს, საპასუხოდ კი, 3 მიიღეს.

გამარჯვებულთა რიგებში ნიკოლას სანჩესი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც თავის გუნდს 17 ქულა შესძინა. (ლელო, 3 გარდასახვა, ჯარიმა და არეკნი).


ვიდეო


მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები