სხვადასხვა

 2019/13/09 18:16

სხვადასხვა
არგენტინა და ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და არგენტინის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალში ესპანელებმა ავსტრალია  7 ქულის სხვაობით, 95:88 დაამარცხეს, არგენტინა კი, ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის დამმარცხებელ საფრანგეთს დაუპირისპირდა და 80:66 სძლია.

ესპანელთაგან საუკეთესო მარკ გასოლი იყო, რომელმაც 33 ქულას მოუყარა თავი. 

რაც შეეხება არგენტინა-საფრანგეთის თამაშს. აღნიშნულ შეხვედრაში უდავოდ საუკეთესო იყო არგენტინელთა 39 წლის ფორვარდი ლუის სკოლა, რომელმაც 28 ქულა, 12 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მოაგროვა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები