სხვადასხვა

 2019/04/09 03:18

სხვადასხვა
არენდა – საუკეთესო მოთამაშეების დამატების ახალი გზა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

უეფას რეგულაციებმა ტრანსფერებთან დაკავშირებით, კლუბებს ტოპ ფეხბურთელების დასამატებლად გზა მოუჭრა და ახალი ტენდენციისკენ უბიძგა. რეგულაციების შედეგად, გუნდები მაღალი დონის მოთამაშეების შესაძენად არენდას იყენებენ.

პირველი გუნდი პარი სენ-ჟერმენია, ვინც ეს ტრენდი დაიწყო, როდესაც 2017 წელს 45 მილიონად კილიან მბაპე არენდით დაიმატა, ხოლო სეზონის ბოლოს 135 მილიონად გამოისყიდა. შესაბამისად, ფინანსური პრობლემები თავიდან აირიდა. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, მსგავს ხერხს უამრავმა კლუბმა მიმართა. 

მადრიდის რეალმა, პსჟ-მ, ტოტენჰემმა, არსენალმა, ინტერმა და ბაიერნმა ყველაზე მოთხოვნადი მოთამაშეები არენდის წესით აიყვანეს და სეზონის ბოლოს, გამოსყიდვის უფლების გამოყენებაც შეეძლებათ. 

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს შემდეგი ხმაურიანი არენდები განხორციელდა: მაურო იკარდი (ინტერიდან პსჟ-ში), ფილიპე კოუტინიო (ბარსელონადან ბაიერნში), ივან პერისიჩი (ინტერიდან ბაიერნში), ალექსის სანჩესი (იუნაიტედიდან ინტერში), დანი სებალოსი (რეალიდან არსენალში), ალფონს არეოლა (პსჟ-დან რეალში), ჯოვანი ლო სელსო (ბეტისიდან ტოტენჰემში), ხესე (პსჟ-დან სპორტინგში), ჰენრიხ მხითარიანი (არსენალიდან რომაში), ანტე რებიჩი (აინტრახტიდან მილანში), ანდრე სილვა (მილანიდან აინტრახტში), სერხიო რიკო – სევილიადან პსჟ-ში. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები