ეროვნული ლიგა

 2019/20/08 22:09

ეროვნული ლიგა
არარატ-არმენიასთან მარცხის შემდეგ, საბურთალომ დილა დამაჯერებლად დაამარცხა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

საბურთალო-დილა 3:0 

თბილისი. მიხეილ მესხი 2

1:0 რეხვიაშვილი (23) 2:0 გაბედავა (55) 3:0 ა.სანტოსი  (85 ს.კ) 

საბურთალო: კუპატაძე, სანდოხაძე (74.ტაბატაძე), კაკუბავა, რეხვიაშვილი, ჩაბრაძე, ტერა (65.გი), ცნობილაძე, გორგიაშვილი (60.ყენია), ალთუნაშვილი, გაბედავა, როლოვიჩი. 

დილა: ჩოჩიშვილი, ჩადუნელი, რაზმაძე, ე. სანტოსი, ა. სანტოსი, ნონდი, კუცია, კერელეიშვილი (54.სპანდერაშვილი), ფორტესი (80.გაგნიძე), ნონიკაშვილი (60.პაიმი), რიდი. 

გაფრთხილება: კუცია (38) ჩადუნელი (38) ნონდი (59) ტერა (65) ალთუნაშვილი (78).

უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე არარატ-არმენიასთან სამარცხვინო მარცხის და ევროსარბიელიდან გამოვარდნის შემდეგ, CRYSTALBET  ეროვნული ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში საბურთალომ გორის დილას უმასპინძლა და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა. საბურთალოელებმა დილა  3:0 დაამარცხეს. 

დღევანდელ შეხვედრაში საბურთალოს  საჰაერო ორთაბრძოლებში კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა, რამაც მატჩის შედეგზეც იქონია გავლენა. დედაქალაქელებს არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდათ და რომ არა გორელთა ახალგაზრდა მეკარის, გიორგი ჩოჩიშვილის კარგი თამაში, საბურთალო უფრო დიდი ანგარიშით შეძლებდა გამარჯვებას. 

შეხვედრაში ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა. სანდრო ალთუნაშვილის საჯარიმოში ჩაწოდებულ  ბურთს გიორგი რეხვიაშვილი გამოეხმაურა, რომლის თავური დარტყმაც მეკარისთვის აუღებელი აღმოჩნდა. 

მეორე ნახევარში სათამაშო სცენარი დიდად არ შეცვლილა. დაჩი ცნობილაძესა და ოგნიენ როლოვიჩს გოლამდე ცოტა დააკლდათ, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის ბიჭებმა მაინც გაიტანეს. საბურთალომ ჯარიმა სწრაფად გაითამაშა. დილას მცველებმა ყურადღება მოადუნეს და გიორგი გაბედავამ გაიტანა. ოგნიენ როლოვიჩის აქტიურობას კი, ალეფ სანტოსის ავტოგოლი მოჰყვა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. 

საბოლოოდ, 3:0 და ევროპა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, საბურთალო საქართველოს ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ბრძოლას აგრძელებს. 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები