ევროტურნირები

 2019/06/08 22:23

ევროტურნირები
არარატ-არმენია – საბურთალო: მატჩის შემდგომი კომენტარები...
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

არარატ-არმენიას დამარცხების შემდეგ, საბურთალოს წარმომადგენლებმა კომენტარები გააკეთეს. 

 ბიჭებმა შეძლეს და ძალიან მაგარი მეორე ტაიმი შემოგვთავაზეს. ამ მონაპოვარს გაფრთხილება უნდა. აუცილებლად გამარჯვების გზით უნდა ვიაროთ, – აღნიშნა კლუბის პრეზიდენტმა, ტარიელ ხენჩიკაშვილმა. 

– პირველ ტაიმში მეტოქემ გვაჯობა და რამდენიმე საგოლე შანსი შექმნა, თუმცა, ერთი გაგვიტანეს. მეორე ნახევარში უპირატესობა მოვიპოვეთ და ყველაფერი ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. ვიმედოვნებ, შერიფთან დაშვებულ შეცდომებს არ გავიმეორებთ და თბილისში ამ ნახევარ გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ,  განაცხადა გიორგი ჭიაბრიშვილმა. 

საქართველოში დაბრუნებულმა ლევან ყენიამ გულშემატკივრები გამარჯვების გოლით გაახარა. მან მატჩის დასრულების შემდეგ, მედიის კითხვებს უპასუხა. 

– სადებიუტო შეხვედრაში გავიტანე და ბედნიერი ვარ. მიხარია, რადგან მეტოქეს აშკარად ვჯობნიდითთქვა მან. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები