ინგლისი

 2019/22/01 19:34

ინგლისი
არშემდგარი ტრანსფერი: მესუთ იოზილი რჩება
ავტორი
გოგა სეხნიაშვილი

უცხოურ მედიაში ბევრი დაიწერა იმის შესახებ, რომ საფეხბურთო კლუბ მილანს არსენალის გერმანელი ფეხბურთელი, მესუთ იოზილი სურდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ტრანსფერი არ შედგება. 

„როსონერის“ შიდა სამზარეულოში მესუთის გადაბირების გამო, ერთი ამბავი ამტყდარა. პაოლო მალდინის ჰგონია, რომ 30 წლის ნახევარმცველი ლომბარდიულ გრანდს ჩემპიონთა ლიგის საგზურისკენ გაუკაფავს გზას. ფაქტია, რომ ხელმძღვანელები ახალგაზრდებზე აკეთებენ აქცენტს და ლეგენდას გაჩუმებისკენ მოუწოდებენ. 

თავის მხრივ, მესუთის გაშვების მომხრე არც „მეთოფეს“ თავკაცი, უნაი ემერია, რომელიც მიიჩნევს, რომ ის გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები