გერმანია

 2019/16/02 01:03

გერმანია
ანტონიო კონტე შემწვარ კარტოფილს გერმანულ ლუდში ცვლის?!
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

მიუნხენის ბაიერნის სიტუაცია მიმდინარე სეზონში სავალალოა. „რეკორდმაისტერი“ ბუნდესლიგაში მე-2 ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში ლივერპულთან უმძიმესი ჯახი ელის. 

ბევრი მიიჩნევს, რომ კლუბის დამრიგებელი, ნიკო კოვაჩი სეზონის ბოლოს წავა. მან ხელმძღვანელების იმედი ვერ გაამართლა. ისიც აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრები მაშინ არიან კმაყოფილები, როცა გუნდი გერმანიის ჩემპიონატში მინიმუმ 10-ქულით ლიდერობს და ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაშიც აგრძელებს.

კოვაჩის შემცვლელად ანტონიო კონტე მოიაზრება, რომელიც წლების განმავლობაში იტალიის ნაკრებს, იუვენტუსსა და ჩელსის თავკაცობდა. აპენინელი დამრიგებლისთვის ჯერ აზრი არავის უკითხავს, თუმცა, Don Ballon-ი იუწყება, რომ ყველაფერი, თითქმის, გადაწყვეტილია. 

ცნობისთვის, კონტე ის დამრიგებელია, რომელიც ამ დრომდე უმუშევარია. მან თავის დროზე მადრიდის რეალი უარით გაისტუმრა და პლუს განაცხადა, რომ „სამეფო კლუბი“ შემწვარ კარტოფილს ჰგავს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები