საფრანგეთი

 2018/17/10 19:03

საფრანგეთი
ანრი მონაკოს ამბიციებს არ ზღუდავს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ლიგა 1-ში მონაკო გასავარდნ ზონაშია, თუმცა, ანრი გუნდს ამბიციებს არ უზღუდავს.

ფრანგის თქმით, მას დრო სჭირდება, რათა გუნდს წარმატება მოუტანოს. მოგეხსენებათ, ანრისთვის, მთავარი მწვრთნელის ამპლუაში, მონაკო პირველი გუნდია.

ყველამ იცის, რომ შედეგი ყველაფერზე მნიშვნელოვანია. თუმცა, შედეგი წარსულში გაკეთებული საქმით მოდის. არ მსურს, სიტყვა „გამარჯვება“ გამოვიყენო, მაგრამ, როდესაც ბოლომდე იხარჯები, წარმატებას მაშინ აღწევ.

წინ ბევრი ქულაა, ამიტომ სამეულში შესვლა შესაძლებელია. ეს ხანგრძლივი, რთული სამუშაოა, რომლის შედეგსაც სამომავლოდ ვნახავთ.

დარწმუნებულები ვართ, ჩვენი პროექტი მომგებიანია. ეს კარგად მუშაობს. უბრალოდ, შეხედეთ გასული წლების შედეგებს. ყველა გუნდს აქვს ჩავარდნა. 

ამჟამად, ასეთები ჩვენ ვართ, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გეგმას შევცვლით. გვსურს, რომ გასავარდნი ზონიდან ამოვიდეთ.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები