ჩოგბურთი

 2018/31/10 20:56

ჩოგბურთი
ანდერსონი კვლავ გადაულახავი ბარიერია
ავტორი
ლუკა ბერიძე

დღეს, პარიზის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილი ნაცნობ მეტოქეს, კევინ ანდერსონს დაუპირისპირდა.

მატჩი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. სამხრეთაფრიკელმა მატჩი უკეთესად დაიწყო, ბასილაშვილის მოწოდებაც მოიგო და სეტი სასიკეთოდ, დამაჯერებლად დაასრულა (6:3).

მეორე სეტი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ბასილაშვილმა საკუთარი მოწოდებების მოგება მარტივად შეძლო, ანდერსონის ჩაწოდებაზე კი, ბრეიქის შესრულებას ცდილობდა, თუმცა, ამაოდ. საბოლოოდ, საქმე ტაიბრეიქამდე მივიდა, სადაც ბასილაშვილი გაცილებით უკეთესი იყო. ქართველმა სეტებს შორის ანგარიში დამაჯერებლად გაათანაბრა.

მესამე სეტი, მეორეს მსგავსად, დაძაბულად წარიმართა. არც ერთი ჩოგბურთელი საკუთარ მოწოდებას არ თმობდა. აქაც, როგორც წინა სეტში, საქმე ტაიბრეიქამდე მივიდა, სადაც სამწუხაროდ, ბასილაშვილმა იმავეს გამეორება ვერ შეძლო და 3 სეტში (6:3, 6:7, 7:6) დამარცხდა.

ბასილაშვილმა ანდერსონთან ზედიზედ მეორედ წააგო.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები