იტალია

 2018/06/05 17:30

იტალია
ანჩელოტი ტურინელებს დაუკავშირეს
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, იუვენტუსი, შესაძლოა, კარლო ანჩელოტიმ ჩაიბაროს. წყაროს ცნობით, ტურინელთა ამჟამინდელ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის, პსჟ, არსენალი და ჩელსი ეპატიჟებიან. 

კარლო ანჩელოტის სერია ა-ში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს, ის  რეჯინას, პარმას, იუვენტუსსა და მილანს ხელმძღვანელობდა. მისი უკანასკნელი კლუბი მიუნხენის ბაიერნი იყო, რომელიც გასული წლის ოქტომბერში დატოვა. აქვე გეტყვით, რომ 59 წლის სპეციალისტმა იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა იუარა. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები