ევროტურნირები

 2018/15/10 17:24

ევროტურნირები
ანჩელოტი: რონალდუს წასვლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგა უფრო თანაბარი გახდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

კარლო ანჩელოტი ფიქრობს, რომ ზედიზედ სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის შემდეგ, მადრიდელთა დომინაცია დასრულდა. მას მიაჩნია, რომ რონალდუს კლუბიდან წასვლის შემდეგ, გათამაშება უფრო თანაბარი გახდა.

პორტუგალიელი ანჩელოტისა და ზიდანის წარმატების მთავარი გასაღები იყო. მოგეხსენებათ, იტალიელი სპეციალისტის მუშაობისას, რეალმა მეათე ჩემპიონობა იზეიმა. ფინალში, ატლეტიკოს წინააღმდეგ, რამოსის გადამწყვეტი გოლით ფრე (1:1) დაფიქსირდა, დამატებით ტაიმებში კი, რეალმა სამი გოლი გაიტანა. 

ანჩელოტი მიიჩნევს, რომ რონალდუს წასვლა ჩემპიონთა ლიგას უფრო დიდ მნიშვნელობას შესძენს:

ვფიქრობ, რონალდუს მადრიდიდან წასვლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგა უფრო თანაბარია. 

იუვენტუსი კი, უფრო კონკურენტული გუნდი გახდა. თუმცა, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს, – ანჩელოტის სიტყვები Festival dello Sport–თან.

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები