იტალია

 2018/23/05 02:55

იტალია
ანჩელოტი იტალიაში დაბრუნდა
ავტორი
გიორგი მჭედლიძე

Sky Sport-ის ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი იტალიაში ბრუნდება. როგორც ირკვევა, მომავალი სეზონიდან, პაპა კარლო ნაპოლის თავკაცი გახდება. წყაროს ცნობით, მხარეებს  შორის მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. 

აღსანიშნავია, რომ „სან პაოლოს“ ბოსმა აურელიო დე ლაურენტისმა ანჩელოტის გადაწყვეტილების მიღების დაჩქარება სთხოვა, რათა სამხრეთ იტალიელები მოსამზადებელ ეტაპში მალევე ჩაერთონ. 

გეტყვით, რომ ბოლო სიტყვა 58 წლის მწვრთნელზე იყო და პასუხი დადებითია. ანჩელოტი წლების განმავლობაში მილანს, ჩელსის, ბაიერნსა და რეალს წვრთნიდა. ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, „როსონერიში“ გატარებული სეზონები იყო. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები