ჩოგბურთი

 2019/08/09 14:49

ჩოგბურთი
ამერიკის ღია პირველობას ახალი ჩემპიონი ჰყავს!
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ამერიკის ღია პირველობას, ქალთა შორის, ახალი ჩემპიონი ჰყავს – 19 წლის კანადელმა, ბიანკა ანდრეესკუმ, ფინალში ლეგენდარული სერენა უილიამსი დაამარცხა.

პირველი სეტი სრულად კანადელის კარნახით მიმდინარეობდა. საწყისსავე გეიმში ბრეიქი შეასრულა, ხოლო მეშვიდე გეიმში 5 ბრეიქ ფოინთი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ, მეცხრე გეიმში სერენამ ჩაწოდება ისევ დათმო – 3:6.

მეორე სეტში ბრეიქების წვიმა იყო. ოთხი ბრეიქის შემდეგ, ანდრეესკუ 5:1 დაწინაურდა, მაგრამ უილიამსმა ანგარიში გაათანაბრა. ამის მიუხედავად, ბიანკამ ზედიზედ ორი გეიმი მოიგო და დამსახურებული ჩემპიონიც გახდა – 7:5.

19 წლის ჩოგბურთელი შესანიშნავ ფორმაშია. მან ზედიზედ 13 შეხვედრა და 2 ტურნირი მოიგო. შესაბამისად, შრომა დაუფასდა და მსოფლიო რეიტინგის მეხუთე ჩოგანი გახდა, რაც მისთვის სარეკორდოა.

აღსანიშნავია, რომ ანდრეესკუ და უილიამსი ზედიზედ მეორე ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს. ერთი თვის წინ, ტორონტოში ბიანკა 3:1-ს იგებდა, როდესაც ტრავმის გამო, უილიამსმა თამაში ვერ გააგრძელა. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები