ეროვნული ნაკრებები

 2018/15/09 15:07

ეროვნული ნაკრებები
ამედეო დელა ვალეს რეკორდი, რომლის გამეორება მეტ ჯენინგსაც შეუძლია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

გუშინ, ჩინეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, იტალია პოლონეთს დაუპირისპირდა და 101:82 დაამარცხა.

იტალიელთა 25 წლის მსროლელმა, ამედეო დელა ვალემ კვალიფიკაციის რეკორდი დაამყარა. მან პერიმეტრიდან 8 სამქულიანი ჩააგდო. საამისოდ მხოლოდ 11 მცდელობა დასჭირდა.

ამ რეკორდის გამეორება ქართველ ნატურალიზებულ კალათბურთელს, მეტ ჯენინგსაც შეუძლია. იმის გათვალისწინებით, რომ ეს უკანასკნელი ფაქტობრივად, მარტო პერიმეტრიდან ესვრის და ისრაელთან 10 მცდელობიდან 5 ჩააგდო. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები