ინგლისი

 2018/06/12 18:02

ინგლისი
ალონსო: ჩელსის ტიტულისთვის ბრძოლა ისევ შეუძლია
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ვულვერჰემპტონთან 1:2 მარცხის შემდეგ, ჩელსი ლიდერ სიტის 10 ქულით ჩამორჩა და ბევრის ვარაუდით, ლონდონელებმა ტიტულისთვის ბრძოლა დაასრულეს, მაგრამ მარკოს ალონსო სხვაგვარად ფიქრობს.

შემდეგ ტურში „სტემფორდ ბრიჯის“ სტუმარი სწორედ მანჩესტერ სიტი იქნება, სადაც ჩელსისთვის ბევრი რამ გადაწყდება. 

ამაზე საუბარი ნაადრევია. თუ სიტისთან დავმარცხდებით, ჩამორჩენა 13 ქულა იქნება, რაც ბევრია. ამიტომ ჩვენ თამაშისთვის უკეთ უნდა მოვემზადოთ და ცხრილს ყურადღება არ მივაქციოთ.

დასაბრუნებლად შესანიშნავი შესაძლებლობაა. ამ შეხვედრისთვის ყველა მოტივირებული იქნება.

ვულვზთან დამარცხებამ იმედები გაგვიცრუა, მაგრამ ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. ბევრს ვივარჯიშებთ, რომ უკეთ ვითამაშოთ.

ჩელსისა და სიტის დაპირისპირება 8 დეკემბერს, 21:30 საათზე გაიმართება.

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები