იტალია

 2018/14/06 15:03

იტალია
ალისონი რომაში რჩება
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ბრაზილიის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ რომას მეკარემ, ალისონ ბეკერმა, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მომავალ სეზონში კვლავ „გლადიატორთა“ რიგებში იასპარეზებს. 

– ჩემი ოცნება მუნდიალზე თამაში იყო. მინდა ეროვნული გუნდის ღირსება ბოლომდე დავიცვა. ვიმედოვნებ, რომ ბრაზილია თავის სიტყვას იტყვის. მომავალ სეზონში ისევ რომაში ვიქნები, რადგან კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და არსად წასვლას ვაპირებ,  განაცხადა სამხრეთ ამერიკელმა. 

შეგახსენებთ, ალისონი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიელთა კარს უდარაჯებს. გეტყვით, რომ მისი შეძენა ჩელსისა და რეალს სურდათ. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები