გერმანია

 2018/11/06 03:10

გერმანია
ალაბამ გადაწყვეტილება მიიღო
ავტორი
მალხაზ სეხნიაშვილი

ავსტრიის ნაკრებისა და ბაიერნის ფეხბურთელმა, დავიდ ალაბამ, მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „რეკორდმაისტერთა“ რიგებს არ დატოვებს. 

– კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე მაკავშირებს და ბაიერნში ვრჩები. მიუნხენში თავს კარგად ვგრძნობ, –  განაცხადა ალაბამ გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, ალაბა მიუნხენელთა პირველ გუნდში 2010 წელს დააწინაურეს და ამ ხნის განმავლობაში, 301 მატჩი ჩაატარა. Transfermarket-ის ცნობით, ალაბას სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები