სხვადასხვა

 2019/01/09 21:58

სხვადასხვა
ახალმა ზელანდიამ სამოას 30 გოლი გაუტანა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ავსტრალიისა და ოკეანეთის 19-წლამდე გოგონათა ჩემპიონატის პირველი რაუნდის მატჩში, ახალი ზელანდია სამოას დაუპირისპირდა და 30:0 გაანადგურა.

ზელანდიელებმა საწყის 40 წუთში 9 გოლი გაიტანეს. 42-ეზე სამოას მდგომარეობა უფრო დამძიმდ – მთავარმა არბიტრმა მოედნიდან პაეპაე ტუიტამა გააძევა. საბოლოოდ, ტაიმი 11:0 დასრულდა. მეორე ნახევარში ზელანდიელები კაცნაკლულ მეტოქეს უფრო მარტივად გუასწორდნენ და 19 უპასუხო გოლი გაუტანეს – 30:0.

ყველაზე მეტი (11) გოლი კელი ბრაუნმა გაიტანა. 5-5 გოლი მეგი ჯენკინსის და არაბელა მეინარდის ანგარიშზეა. რენე ვასმა და გაბი რენიმ 3-3 გაიტანეს, ხოლო დუბლი ამელია აბოტმა გაიფორმა. ერთი ბურთი კი, გრეის ვისნევსკიმ შეაგდო. 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები