ეროვნული ნაკრებები

 2019/06/03 23:34

ეროვნული ნაკრებები
ახალი ტურნირი, რომელიც საქართველოს ელიტისკენ გზას გაუხსნის
ავტორი
ტატო ნიკურაძე

მსოფლიო რაგბიმ ახლახან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელში ნაჩვენები პროგრამის განხორციელების შემთხვევაშიც, ძირეულად შეიცვლება საერთაშორისო რაგბი. ვიდეოთი გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით, შეიქმნება ერთა ჩემპიონატი, რომლის არსიც შემდეგში მდგომარეობს:

ევროპასა და სამხრეთში შეიქმნება ორი კონფერენცია, როგორც სურათზეა. ევროპის პირველ დივიზიონს უცვლელად შეადგენენ 6 ერის გუნდები, ხოლო სამხრეთში 4 ერის გუნდებს დაემატება მსოფლიო რეიტინგში 2 საუკეთესო არაევროპული გუნდი.
თითოეული გუნდი წელიწადში ითამაშებს მინიმუმ 11 თამაშს. ანუ
 თავისი დივიზიონების გუნდებთან და ამას დამატებული უკეთესი ან უარესი დივიზიონის გუნდებთან. მაგალითად, საქართველო ითამაშებს ახლანდელი ერთა თასის და მსოფლიო კონფერენციის მეორე დივიზიონის ყველა გუნდთან თითოჯერ, შინ ან გარეთ.

6 ერის და 4 ერის გათამაშება ძველებურად ჩატარდება და აქ მიღებული შედეგები ავტომატურად ჩაითვლება ერთა ჩემპიონატის ცხრილში.
ტურნირი სრული ფორმატით ჩატარდება 4 წელიწადში ორჯერ (არ ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატის წელს და შემოკლებული იქნება ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნის დროს).
პირველი დივიზიონების 2-2 საუკეთესო გუნდი ნოემბრის ბოლოს ითამაშებს ნახევარფინალს, ფინალი კი გამოავლენს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებულს. ჩვენთვის კი, რაც ყველაზე მთავარია, დაინერგება დაქვეითება-აღზევების პრინციპი და საქართველოს ევროპის პირველ დივიზიონში თამაშის შანსი ექნება. მაგალითად, ერთა თასის საუკეთესო გუნდი წლის ბოლოს ეთამაშება პირველი დივიზიონის ბოლოადგილოსანს  და გამარჯვების შემთხვევაში, მაღალ დივიზიონში მოიპოვებს საგზურს. 
ამ ტურნირზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, კვალიფიცირდებიან გუნდები მსოფლიო თასზე.

სწორედ აღნიშნული ტურნირის განხილვა იქნება მთავარი თემა მომავალ კვირას დუბლინში გასამართ შეხვედრაზე.

 

                                                                                                                    

 

 

                                                                                                      



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები