თავისუფალი

 2018/21/04 20:27

თავისუფალი
ახალგაზრდულ ნაკრებს 4 ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს
ავტორი
ნინო ახობაძე

21 აპრილს, ბულგარეთში მიმდინარე „პეტკო სირაკოვისა და ივან ილიევის“ საერთაშორისო ტურნირს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები შეურთდა.
ტურნირში მონაწილე 14 ფალავნიდან, მედლისთვის ბრძოლას 6
მათგანი აგრძელებს.

ჩვენს ნაკრებს, 4 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.
ოქროს მედლისთვის იბრძოლებენ –
რამაზ თურმანიძე (61 კგ.), ივერი ჯულაყიძე (70 კგ.), დემურ მეგენეიშვილი (86 კგ.) და ზურიკო ურთაშვილი (97 კგ.).
ბრინჯაოს მედლების მოპოვებას კი 
გოგა მამიაური (74 კგ.) და მირიან მაისურაძე (86 კგ.შეეცდებიან.

დამამშვიდებელი წრის შეხვედრები  11:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური შეხვედრები 15:30  საათიდან.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები