სხვადასხვა

 2019/20/05 22:53

სხვადასხვა
აიაქსის ტალანტმა ინგლისური კლუბები უარით გაისტუმრა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

აიაქსის ბრწყინვალე სეზონის შემდეგ, კლუბი დაშლის პირასაა. გუნდის ვარსკვლავებზე ნადირობა მიდის და ფეხბურთელებს ევროპული გრანდების რიგი უდგათ.

მსგავსი სიტუაცია აიაქსის ასაკობრივ გუნდშიცაა. მათი ტალანტის, ბრაიან ბრობის თქმით, მას შეთავაზებები ევროპის მასშტაბით ჰქონდა, მაგრამ ჰოლანდიაში დარჩენა არჩია.

17 წლის ფეხბურთელი აიაქსის 19-წლამდელთა გუნდის გამორჩეული წევრია. მას ჰოლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ ორჯერ აქვს მოგებული. მისი თქმით, უფრო მეტი შეთავაზება ინგლისიდან ჰქონდა, მაგრამ კლუბის დასატოვებლად მზად არ არის, სანამ ძირითად გუნდში არ მოხვდება.

უკვე ძალიან ბევრი შეთავაზება მივიღე, განსაკუთრებით, ინგლისიდან. ჩემს გარემოცვაში მყოფთ სურთ, რომ დავრჩე და განვვითარდე. ვფიქრობ, ეს ჩემთვის უკეთესია. 

ხშირად რომელუ ლუკაკუს მადარებენ, მაგრამ მე ბრაიან ბრობი ვარ და ყველაფერს ჩემს სტილში ვაკეთებ, – განუცხადა ნიჭიერმა ფეხბურთელმა RTL Nieuws–ს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები