ევროტურნირები

 2019/29/08 00:57

ევროტურნირები
აიაქსი ახალი ისტორიის წერას შეუდგა
ავტორი
ტატო ნიკურაძე

გასული სეზონის მთავარი აღმოჩენა ამსტერდამის აიაქსი უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეა. ამსტერდამელებმა საკუთარ მოედანზე კვიპროსული აპოელი 2:0 დაამარცხეს. მოგეხსენებათ, შარშანდელი საოცარი სეზონის შემდეგ, აიაქსი გუნდის ლიდერებმა დატოვეს, რასაც სრულფასოვანი შეცვლა არ მოჰყოლია და შესაბამისად, დღესაც, ერიკ ტენ ჰააგის გუნდის თამაში არცთუ დამაჯერებელი იყო. 

ჰოლანდიელებმა თავიდანვე უდიდესი სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს. ისინი ბურთს აკონტროლებდნენ და მომენტების შექმნას ცდილობდნენ, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში ბევრს ცოდავდნენ. განსაკუთრებით, დუშან ტადიჩი უნდა აღვნიშნოთ, რომელიც დღეს ნამდვილად არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. 

აიაქსმა პირველი გოლი მატჩის 35-ე წუთზე გაიტანა. ჰაკიმ ზიეჩის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ყველას ალვარესმა დაასწრო და მექსიკელმა ფეხბურთელმა ამსტერდამელთა რიგებში სადებიუტო მატჩშივე გაიტანა. 

მეორე ტაიმიც აიაქსის სრული უპირატესობით წარიმართა. უამრავი მომენტის გაფუჭება კი, კვლავ აიაქსის პრობლემად რჩება. გუნდმა დღეს ბევრი მომენტი გააფუჭა, მაგრამ ბოლოს, დუშან ტადიჩმა მაინც გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა, 2:0 აიაქსის სასარგებლოდ.  

პარალელურ შეხვდრებში ბრიუგემ ლინცი 2:1 დაამარცხა. პრაღის სლავიამ კი, რუმინულ კლუჟს სძლია (1:0). 

 

 

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები