ლეგიონერები

 2018/30/04 23:38

ლეგიონერები
აფრასიძის დებიუტი ტოპ 14-ში!
ავტორი
დევიდ ბეტი

მიხეილ ნარიაშვილის, დუდუ ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და გელა აფრასიძის მონპელიემ 2017/2018 წლების რეგულარული გათამაშება პირველ ადგილზე დაასრულა.

 

ბოლოსწინა, 25-ე ტურში, ლიდერმა პოს უმასპინძლა და 45:13 დაამარცხა. მონპელიემ ბონუსიც აიღო, სატურნირო ცხრილში 81 ქულა მოუგროვდა და მდევრებისთის მიუწვდომელი გახდა. ამ მატჩში რუან პიენაარის ნაცვლად შეცვლაზე 76-ე წუთიდან ითამაშა ბორჯღალოსანმა 9 ნომერმა გელა აფრასიძემ. ეს მისთვის პირველი მატჩი იყო საფრანგეთის ტოპ 14-ში. აქამდე აფრასიძემ მონპელიეს პირველ გუნდში ორჯერ ითამაშა, ორივეჯერ ჩემპიონთა თასზე, ახლა კი საფრანგეთის ელიტა1-იც დააჭაშნიკა.

 

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ბურჯები მიხეილ ნარიაშვილი და დუდუ ქუბრიაშვილი. პირველმა მოედანზე 69 წუთი გაატარა, მეორემ - 54. დასკვნით ტურში მონპელიე 5 მაისს ლიონს ეწვევა, ფლეი ოფებში კი ნახვარფინალიდან ჩაერთვება.

 

 

 

 

 

 

 

 

www.rugby.ge



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები