A ლიგა

 2019/03/04 22:33

A ლიგა
ა-ლიგის ნახევარფინალის პირველი შეხვედრები გაიმართა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში ნახევარფინალური შეხვედრები დაიწყო.

პირველ მატჩში რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულმა კსუ-მ მეოთხეზე გასული ორბი-არენა მიიღო.

სტუმრებმა მეტოქეს შესაშური გუნდურობა შესთავაზეს და მარტივად იმარჯვეს.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოოდ, კავკასიელებმა 39:33 იმარჯვეს.

მეორე ნახევარი ორბი-არენას დიდი უპირატესობით წარიმართა. მათ მესამე მეოთხედი 28:18 მოიგეს და დასკვნით ათწუთეულს 4-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ – 61:57. ჩემპიონ გუნდს სროლები არ წაუვიდა, რითაც მეტოქემ ისარგებლა. კსუ-მ მხოლოდ 6 ქულა ჩააგდო, ხოლო საკუთარ ფარში 23 მიიღო და 21 ქულით დამარცხდა – 63:84.

მეორე წყვილი ვერამ და მეგა ბასკეტმა შეადგინეს. რეგულარულში გუნდებმა მოგებები გაცვალეს. ამჯერად, ნომინალურმა მასპინძლებმა მარტივად იმარჯვეს.

ვერამ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა. პირველი ტაიმი 45:28 მოიგო და შეხვედრის ბედი ნაადრევად გადაწყვიტა. 

მეგა ბასკეტმა მესამე მეოთხედში ჩამორჩენა 11 ქულამდე დაიყვანა, თუმცა, მეტი ვერ შეძლო და 73:86 დამარცხდა.

განმეორებითი შეხვედრები 4 აპრილს გაიმართება. ორბი-არენასა და კსუს მატჩი 16:15 საათზე, ხოლო მეგა ბასკეტისა და ვერას დაპირისპირება 19:45 საათზე გაიმართება. ორივე შეხვედრას თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები