A ლიგა

 2019/05/04 00:56

A ლიგა
ა-ლიგის ფინალისტების ვინაობას მესამე შეხვედრა გაარკვევს
ავტორი
სულხან არჯევანიძე

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ა-ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა.

პირველ მატჩში სენსაციის ავტორმა არენა-ორბმა რეგულარულის გამარჯვებული კსუ მიიღო, თუმცა, მისი მეორედ დამარცხება ვერ მოახერხა.

კავკასკიელები უკეთ გამოიყურებოდნენ, უფრო მეტი მოტივაცია ჰქონდათ და დასკვნით ფაზაში მეტოქე დაჯაბნეს. 

არენა-ორბი მეტოქეს პირველ ტაიმში გაუძალიანდა და მხოლოდ ორი ქულით (36:38) დამარცხდა. გარდამტეხი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც კსუ-მ 17:7 მოიგო. დარჩენილ დროში საინტერესო არაფერი მომხდარა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა 71:62 იმარჯვეს.

გადამწყვეტი შეხვედრა 7 აპრილს, 18:00 საათზეა ჩანიშნული.

მეორე შეხვედრაში მეგა ბასკეტი ვერას დაუპირისპირდა. მასპინძლებმა პირველი შეხვედრა დათმეს, ამიტომ მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდათ.

დაპირისპირება მასპინძელთა კარნახით დაიწყო. მეგა ბასკეტმა 10:0-ით დაიწყო, ხოლო ტაიმი 38:32 მოიგო. 

დიდი შესვენების შემდეგ ვერა გააქტიურდა. მათ გეგმებში მესამე შეხვედრა არ შედიოდა. მინი გაქცევა და ანგარიში გათანაბრდა – 38:38. სტუმრები ბევრი მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ მესამე მეოთხედის დასრულებამდე 20 წამით ადრე დაწინაურდნენ და დასკვნით ათწუთეულს ლიდერის ამპლუაში შეხვდნენ – 47:46. 

ვერას უპირატესობა 6 ქულამდეც გაიზარდა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 8 წამით ადრე, ბრაიან სკოტმა ერთი საჯარიმო გამოიყენა და 2-ქულიანი უპირატესობა დააფიქსირა. მეგა ბასკეტს მხსნელად კორი სანდერსი მოევლინა, ვინც უკანასკნელ წამზე საოცარი ბაზერით, მასპინძლებს მოაგებინა – 63:62.

 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები