A ლიგა

 2019/15/01 21:37

A ლიგა
ა-ლიგის 2019 წლის სეზონი ორი შეხვედრით გაიხსნა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

ა-ლიგის 2019 წლის სეზონი დაიწყო, რომელიც ორმა შეხვედრამ გახსნა. მოგეხსენებათ, სუპერლიგაში გადასასვლელად, არენა-ორბი, კსუ, ვერა, თბილისი, აფხაზეთი და მეგა ბასკეტი იბრძვიან.

ახალი სეზონი კსუსა და თბილისის შეხვედრით გაიხსნა. ნომინალურმა მასპინძლებმა მეტოქე ძალიან მარტივად (93:62) დაამარცხეს.

კსუმ პირველი ტაიმი 53:39 მოიგო და მეორე ნახევარში უპირატესობა გაზარდა. მათვე, დარჩენილი ორივე ათწუთეული მოიგეს და აქტივში პირველი ორი ქულა ჩაიწერეს – 93:62.

კსუს მხრიდან, 20 ქულით, ვენდელ ლუისი გამოირჩა, ხოლო თბილისს 22 ქულით, ვასილ ბერუაშვილმა ულიდერა.

მეორე შეხვედრაში არენა-ორბმა საკვალიფიკაციოს გამარჯვებული ვერა მიიღო. პირველი თამაშის მსგავსად, ამჯერადაც სტუმრები დომინირებდნენ.

ვერამ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და ხელიდან აღარ გაუშვია. პირველ ტაიმში მასპინძლებს სროლები არ წაუვიდათ და ჯამში, მხოლოდ 14 ქულა მოიპოვეს, ხოლო საკუთარ ფარში 34 მიიღეს. დიდი შესვენების შემდეგ, არენა-ორბი გააქტიურდა, ჩამორჩენაც შეამცირა, მაგრამ თამაში ვეღარ გადაარჩინა – 62:72.

მასპინძლებს 16 ქულითა და 15 მოხსნით არმანი ფლანიგანმა ულიდერა. ვერას მხრიდან, 21 ქულა ივან საიჩიჩის ანგარიშზეა.

ტურის დარჩენილი შეხვედრა, აფხაზეთსა და მეგა ბასკეტს შორის, 17 იანვარს, 18:00 საათზე გაიმართება.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები