ლეგიონერები

 2018/23/05 00:17

ლეგიონერები
თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

თორნიკე შენგელიას მორიგი აღიარება. ესპანეთში რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, Liga Endesa-დ წოდებული უმაღლესი ლიგის ხელმძღვანელობამ 2017-2018 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. ხუთ რჩეულ კალათბურთელს შორის მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და ბასკონიას ფორვარდი, თორნიკე შენგელია.

სრულად ესპანური სეზონის სიმბოლური ასე გამოიყურება:

ჰენკ ნორელი (გიპუსკოა), გარი ნილი (სარაგოსა), ლუკა დონჩიჩი (რეალი), თორნიკე შენგელია (ბასკონია), სილვენ ლანდესბერგი (ესტუდიანტესი).

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, თორნიკე შენგელია ევროლიგის პირველ სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს.

gbf.ge



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები