ინგლისი

 2019/08/03 21:52

ინგლისი
თებერვლის ჯილდოები სიტიში წავიდა
ავტორი
სულხან არჯევანიძე

პრემიერ ლიგაში თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშე სერხიო აგუერო გახდა, ხოლო საუკეთესო მწვრთნელი პეპ გვარდიოლა. არგენტინელმა შემტევმა არსენალს და ჩელსის ჰეთ-თრიქი შეუსრულა, ხოლო ვესტ ჰემთან გამარჯვების მომტანი პენალტი გაიტანა.

ეს მისთვის მეექვსე ჯილდოა, რისთვის ბრძოლაშიც ეშლი ბარნს, სენ ლონგსტაფს, სადიო მანეს, პოლ პოგბას, ლუკ შოუს, ვირჯილ ვან დაიკს და ვილფრიდ ზაჰას აჯობა.

ზედიზედ ოთხი გამარჯვების ფონზე, არსენალთან, ჩელსისთან, ევერტონთან და ვესტ ჰემთან, გვარდიოლა თვის საუკეთესო მწვრთნელი ლოგიკურად გახდა. აგუეროს მსგავსად, მისთვისაც ეს მეექვსე ჯილდოა. მან ოლე გუნარ სოლსკიაერსა და უნაი ემერის აჯობა.



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები