სხვადასხვა

 2019/03/08 15:15

სხვადასხვა
თბილისში ცხელი სპორტული აგვისტო გველის
ავტორი
ტატო ნიკურაძე

სპორტული თვალსაზრისით თბილისში ძალიან ცხელი აგვისტო გველის. აგვისტოში თბილისი სამ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლებს. 8-11 აგვისტოს თბილისის ოლიმპიური სასახლე  თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის ოქროს გრანპრის უმასპინძლებს.

3 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით თბილისის სპორტის სასახლე 17-წლამდელ გოგონა ხელბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. 

11-18 აგვისტოს ჩათვლით კი, თბილისში 17-წლამდელ წყალბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომლის ეგიდითაც ჩვენს ქვეყანას  15 ქვეყანა ეწვევა. მატჩები თბილისის ოლიმპიურ აუზზე გაიმართება. 

წყალბურთისა და ჭიდაობის ტურნირებმა ქართველი ახალგაზრდების დიდი ინტერესი გამოიწვია. ამ დროისთვის ორივე ტურნირზე, დაახლოებით 40-მდე მოხალისე დარეგისტრირდა. საორგანიზაციო საკითხებში ფედერაციებთან ერთად, ახალგაზრდული ორგანიზაცია სპორტული თაობის წევრებიც მონაწილეობენ. 

გეტყვით იმასაც, რომ მსგავსი დონის წყალბურთის ტურნირს ჩვენი ქვეყანა მეორედ მასპინძლობს. 



მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები